36391/16-decisions-admissibility-8
PORCHET v. SWITZERLAND - [Georgian Translation] legal summary by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department
English (+ 2 other languages)3 min
2019 წლის ნოემბერი
Source coe.int
Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N234
Facts
2019 წლის ნოემბერი
პორშეტი შვეიცარიის წინააღმდეგ [განჩინება (Porchet v. Switzerland) (dec.)
(საჩივარი- N 36391/16)
გადაწყვეტილება, 8 ოქტომბერი, 2019 [მე-3 სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი
კომპენსაცია
ფაქტები:
Considerations
მომჩივანი დააკავეს მანქანის მოწმობის გარეშე მართვისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის საფუძველზე. იგი მოათავსეს პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც კანონით დადგენილი 48 საათის ნაცვლად დაჰყო 18 დღე. მოგვიანებით, მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 35 თვის ვადით, რომლის ნაწილიც დროებით იქნა შეჩერებული. პოლიციის დაკავების იზოლატორში 16 დღის დაკავების კომპენსაციის მიზნით, სისხლის სამართლის სასამართლომ მას სასჯელის ვადა შეუმცირა 8 დღით. შვეიცარიის ფედერალური სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მას უფლება ჰქონდა მიეღო ფულადი სახის კომპენსაცია დაკავებისთვის, რომელიც არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი ratione personaie შეუთავსებელი იყო კონვენციის დებულებებთან.
აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მნიშვნელობით „კომპენსაციის“ ცნება არ უნდა იქნეს გაგებული მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლომ განსაზღვრა, სასჯელის შემცირება მიჩნეული უნდა იქნეს თუ არა „კომპენსაციად“.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არსებული პრეცედენტული სამართალი საკმაოდ იშვიათია, ზოგიერთი საკითხი მაინც რელევანტურია მოცემულ საქმესთან:
- კომისიამ ადრე დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის უფლება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა ფინანსურ საკითხებს მოიცავს, შეიძლება ასევე მისი მნიშვნელობის გაფართოება (ბოზანო საფრანგეთის წინააღმდეგ). რაც შეეხება თანხის ოდენობას, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი არ უზრუნველყოფს გარკვეული ოდენობის კომპენსაციის უფლებას (იხ. მაგ., ჯერონოვიჩსი ლატვიის წინააღმდეგ ).
- სტრასბურგის სასამართლომ, ანალოგიის პრინციპის შესაბამისად, გამოიყენა საკუთარი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ეხება გონივრული ვადის მოთხოვნასთან შესაბამისობას მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (შრეიდი გერმანიის წინააღმდეგ ) და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით (შჩენსნოვიჩიუსი ლიეტუვას წინააღმდეგ და შრეიდი, ციტირებული ზემოთ); აგრეთვე სასამართლო პრაქტიკა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო პატიმრობის პირობების შესახებ (სტელა და სხვები იტალიის წინააღმდეგ ) და განაცხადა, რომ სასჯელის შემცირება შეიძლება წარმოადგენდეს კომპენსაციას მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მნიშვნელობით, იმ პირობით, თუ: პირველი - იგი აშკარად მინიჭებული იქნა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მეორე - მას ჰქონდა ზომიერი და პროპორციული გავლენა სასჯელზე, რომელსაც პირი იხდიდა (ვლოჩი პოლონეთის წინააღმდეგ (ნო.2) ).
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ეროვნულმა ხელისუფლებამ აღიარა სადავო საკითხის დარღვევა და მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია, რომელიც შეესაბამებოდა კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლიან დაკმაყოფილებას (კოჩიარელა იტალიის წინააღდეგ), მომჩივანი ვეღარ განაცხადებდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები