29217/12-judgments-grandchamber-2014-11-04-15
CASE OF TARAKHEL v. SWITZERLAND - [Georgian Translation] legal summary by the COE Human Rights Trust Fund
4 novembre 2014Francese (+ 2 altre lingue)8 min
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Source coe.int
Faits
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურა N. 179
ნოემბერი 2014
ტარახელი შვეიცარიის წინააღმდეგ [დპ] – 29217/12
გადაწყვეტილება 4. 11.2014 [დპ]
მუხლი 3
გაძევება
ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის სავარაუდო გადაცემა იტალიას დუბლინის II რეგულაციების თანახმად: გაძევების შემთხვევაში ადგილი ექნება დარღვევას
ფაქტები - მომჩივნები, დაქორწინებული წყვილი და მათი ექვსი არასრულწლოვანი შვილი, არიან შვეიცარიაში მაცხოვრებელი ავღანეთის მოქალაქეები. წყვილი და მათი ხუთი უფროსი შვილი იტალიის სანაპიროზე პირველად გადავიდნენ 2011 წლის ივლისში, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაექვემდებარნენ EURODAC იდენტიფიკაციის დამდგენ პროცედურას (ფოტოების გადაღება და თითის ანაბეჭდების აღება). მომჩივნები შემდეგ გადავიდნენ ავსტრიაში და, მოგვიანებით, შვეიცარიაში, სადაც მოითხოვეს თავშესაფარი. თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ ევროპის კავშირის დუბლინი II რეგულაციების მიხედვით მათი განხილვა იტალიის ხელისუფლებას ევალებოდა. შვეიცარიის ხელისუფლებამ, შესაბამისად, მიიღო მათი იტალიისადმი გადაცემის გადაწვეტილება. მომჩივნების მიერ მოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაკმაყოფილდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას, მომჩივნები აცხადებდნენ, რომ შვეიცარიიდან იტალიაში დეპორტაცია დაარღვევდა კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ მათ უფლებებს.
სამართალი - მუხლი 3: წინამდებარე საქმეში სასამართლომ გადაწყვიტა დაედგინა იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრებში არსებული ზოგადი ვითარება და მომჩივნების კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა თუ არა საფუძველი ევარაუდა, რომ მომჩივნები იმყოფებოდნენ მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხის წინაშე იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში. სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია მ.ს.ს. ბელგიის და საბერძნეთის წინააღმდეგ საქმეში დადგენილი მიდგომის გამოყენება, სადაც მან მომჩივნების კონკრეტული ვითარება განიხილა იმ დროს საბერძნეთში არსებული ზოგადი ვითარების გათვალისწინებით.
(ა) იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრებში არსებული ზოგადი ვითარება - საქმეში მუჰამედ ჰუსეინი და სხვები ნიდერლანდების და იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის(UNHCR) და ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშები, ორივე გამოქვეყნებული 2012 წელს, ეხებოდა რიგ პრობლემებს, კერძოდ კი იდენტიფიკაციის პროცედურის სინელეს, მიღების ცენტრებში ადგილების ნაკლებობას და არსებულ ცენტრებში ცხოვრების არასასურველ პირობებს.
(ბ) ადგილები თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ცენტრებში - როგორც იკვეთება ადგილები მცირე იყო საჭიროებასთან შედარებით. შესაბამისად, არსებული ადგილების შესახებ მონაცემთა ბაზაზე წდომის გარეშეც, სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის პირველ ექვს თვეში (14,184) თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობასა და SPRAR ქსელში ლტოლვილთა მიღების ცენტრებში არსებულ ადგილებს შორის (9,630 ადგილი) დიდი სხვაობა იყო.
(გ) საცხოვრებელი პირობები არსებულ ცენტრებში - მართალია UNHCR-მა აღნიშნა, რომ მიღების ცენტრებში განთავსების პირობები გაუარესებული იყო და რომ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში (CARA)შეინიშნებოდა გადაჭედილობის პრობლემა, მას ვითარება არ დაუკვალიფიცირებია როგორც ფართოდგავრცელებილი ძალადობა ან არაჯანსღი პირობები; მეტიც, იგი მიესალმა იტალიის ხელისუფლების მცდელობას გააუმჯობესოს მიღების პირობები თავშესაფრის მაძიებელთათვის. ადამიანის უფლებათა კომისარმა, 2012 წლის ანგარიშში ასევე შენიშნა პრობლემები „რიგ მიღების ცენტრებში“. და ბოლოს, 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე იტალიის მთავრობამ დაადასტურა, რომ მომჩივნების მისვლიდან მალევე, CARA მიღების ცენტრში, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებს, მაგრამ უარყვეს, რომ ადგილი ჰქონდა თავშესაფრის მაძიებელი ოჯახების სისტემატიურ დაყოფას, მიუთითეს რა, რომ აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ ორჯერ მოხდა და ძალიან მცირე ხნით, კერძოდ კი ინდენტიფიკაციის პროცედურების გავლისას.
Considérants
შესაბამისად, იტალიაში იმჟამად არსებული ვითარება ვერ შეედრებოდა საბერძნეთში მ.ს.ს. გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებულ ვითარებას, როდესაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მიღების ცენტრებში ათი ათასობით თავშესაფრის მაძიებლისათვის იყო ათასზე ნაკლები ადგილი და რომ მომჩივნის მიერ აღწერილი უკიდურესი სიღარიბის პირობები ფართომასშტაბიანი გახლდათ.
მართალია იტალიაში მიღების ცენტრებისა და წესების სტრუქტურა და ზოგადი ვითარება თავისთავად არ წარმოადგენდა მომჩივანთა მოცემული ქვეყნის გადაცემისათვის დაბრკოლებას, ზემოთმოხმობილი მონაცემები და ინფორმაცია მაინც იწვევდა სერიოზულ ეჭვს სისტემაში არსებულ ვითარებაზე. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ოდენობა შესაძლოა უბინაოდ დარჩეს ან განთავსდეს გადაჭედილ ცენტრებში ყოველგვარი პირადი სივრცის გარეშე, შესაძლოა არაჯანსაღ და ძალადობრივ პირობებშიც კი, ვერ იქნება მიჩნეული უსაფუძვლოდ.
(დ) მომჩივნების ინდივიდუალური ვითარება - ისევე როგროც იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთათვის ზოგადად არსებული ვითარება არ შეედრებოდა მ.ს.ს. საქმეში განხილულ, საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელთა ვითარებას, ასევე განსხვავდებოდა მომჩივანთა კონკრეტული ვითარება მომჩივნების ვითარებისაგან მ.ს.ს. საქმეში. მაშინ როდესაც წინამდებარე საქმის მომჩივნები დაუყოვნებლივ აღმოჩნდნენ იტალიის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ, საბერძნეთის წინააღმდეგ შემთხვევაში, მომჩივანი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი უყურადღებოდ დატოვეს არსებობის ყოველგვარი წყაროს გარეშე.
წინამდებარე საქმეში, იტალიაში მიღების სისტემაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ოდენობა შესაძლოა უბინაოდ დარჩეს ან განთავსდეს გადაჭედილ ცენტრებში ყოველგვარი პირადი სივრცის გარეშე, შესაძლოა არაჯანსაღ და ძალადობრივ პირობებშიც კი, ვერ იქნება მიჩნეული უსაფუძვლოდ. შესაბამისად, შვეიცარიის ხელისუფლებას უნდა მიეღოთ გარანტიები იტალიელი კოლეგებისაგან მასზედ, რომ მომჩივანთა იტალიაში ჩასვლისას ისინი განთავსდებოდნენ ბავშვების ასაკის შესაბამის ადგილზე, ადექვატური პირობებით, და რომ ოჯახი არ დაშორდებოდა ურთიერთს.
იტალიის მთავრობის მიხედვით, ბავშვიანი ოჯახები ითვლებოდნენ განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიად და, როგორც წესი, მათზე ზრუნავდა SPRAR ქსელი. სისტემა, როგორც ჩანს, მათ უზრუნველყოფდა საცხოვრებლით, საკვებით, ჯანდაცვით, იტალიური ენის შემსწავლელი გაკვეთილებით, სოციალურ სერვისებზე გადამისამართებით, იურიდიული კონსულტაციით, პროფესიული სწავლებით, სტაჟირებითა და საკუთარი საცხოვრებლის მოძიებაში დახმარებით. თუმცა, იტალიის მთავრობას წერილობით და ზეპირ მოსაზრებებში არ წარმოუდგენია შემდგომი დეტალები თუ როგორ მოხდებოდა მოჩივნებზე ზრუნვა.
მართალია, რომ შვეიცარიის მთავრობამ 2014 წლის 12 თებერვლის მოსმენაზე აღნიშნა, რომ ფედერალურმა მიგრაციის ოფისმა (ფმო) შეატყობინა იტალიის ხელისუფლებას, რომ თუკი მომჩივნები დაბრუნდებოდნენ იტალიაში, ისინი განთავსდებოდნენ ევროპის ლტოლვილთა ფონდის (ელფ) მიერ დაფინანსებულ ცენტრში. მიუხედავად ამისა, მოცემული ცენტრის შესახებ დეტალური და სანდო ინფორმაციის არქონის პირობებში, მაშინ როდესაც ცნობილი არ არის მიღების ცენტრებში პირობები და ოჯახის საცხოვრებელი გარემო, შვეიცარიის მთავრობა არ ფლობდა საკმარის გარანტიებს მასზედ, რომ იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში, მომჩივნებზე ზრუნვა განხორციელდებოდა ბავშვების ასაკის შესაფერისად.
შესაბამისად გამომდინარეობდა, რომ მომჩივნების იტალიაში დაბრუნება შვეიცარიის ხელისუფლების მიერ, იტალიელი კოლეგებისაგან წინასწარი ინდივიდუალური გარანტიების მიღების გარეშე მაზედ, რომ მომჩივნებზე ზრუნვა განხორციელდებოდა ბავშვების ასაკის შესაბამისად და რომ ოჯახი არ დაიყოფოდა, წარმოადგენდა კონევნციის მე-3 მუხლის დარღვევას.
დასკვნა: მომჩივნების გადაცემის შემთხვევაში ადგილი ექნება დარღვევას (თოთხმეტი ხმა სამის წინააღმდეგ).
მუხლი 41: მომჩივნების გადაცემის შემთხვევაში დარღვევის დადგენა წარმოადგენს საკმარის დაკმაყოფილებას მორალური ზიანისათვის.
(იხ. M.S.S. v. Belgium and Greece [GC], 30696/09, 21 იანვარი 2011, საინფორმაციო ბროშურა 137; და Mohammed Hussein and Others v. the Netherlands and Italy (dec.), 27725/10, 2 აპრილი 2013, საინფორმაციო ბროშურა 162; იხ. აგრეთვე ფაქტები “Dublin” cases)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: [email protected].
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact [email protected].
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : [email protected].